26 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ქართული ოცნების" შეთავაზება და საპარლამენტო ოპოზიციის უარი - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მათთვის სასურველი კანდიდატების სია დღეს, მმართველ პარტიას ოპონენტებმა არ წარუდგინეს

"ქართული ოცნების"შეთავაზებას ადრესატებმა უარით მიცემული ვადის ამოწურვამდე უპასუხეს. საპარლამენტო ოპოზიციამ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მათთვის სასურველი კანდიდატების სია დღეს მმართველ პარტიას არ წარუდგინა. გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდისთვის გზავნილია, რომ ოპონენტებს პროცესის ჩაგდება, ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი ბარიერის შექმნა და ევროპული რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულება არ სურთ.

მხარეებმა პოზიციების შეჯერება სხდომათა დარბაზში სცადეს, თუმცა ოპოზიციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა. ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი გუნდის შეთავაზება ულტიმატუმად აღიქვეს. ამბობენ, რომ ამ საკითხზე "ქართულ ოცნებასთან" ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის სპეკულაციურია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შეთავაზების მიზანია განისაზღვროს არის თუ არა პრაქტიკული შანსი, მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უყრიან კენჭს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სწორედ ამ პროცესში გამოჩნდება რეალურად რა გეგმა აქვს ოპოზიციას.

პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტური პოზიცია საბჭოს მუშაობის ლეგიტიმაციის საკითხს აყენებს. თავად საბჭოს მოსამართლე წევრები ამას გამორიცხავენ. დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი რის გამოც არამოსამართლე წევრების არჩევა უნდა მოხდეს, კრიტიკის დასრულებაა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის მსურველებთან გასაუბრება დეკემბერში დასრულდა. პროცესში სულ 30 პირი მონაწილეობდა. სწორედ ამ 30-დან მინიმუმ 15 სასურველი კანდიდატის დასახელებას მოუწოდებს ოცნება ოპოზიციას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს ყველაზე სწორი მიდგომაა მხარეებმა კანდიდატებზე კონსენსუსს მიაღწიონ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

დღის ამბები