პირველად, თურქეთის ისტორიაში ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. ეს პირველი შემთხვევაა რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვისაც როდესაც მან ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო. მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები შედეგების მიუხედავად, იმედს არ კარგავენ და დარწმუნებულები არიან რომ კონკურენტს ადვილად დაამარცხებენ.
გამარჯვებაში დარწმუნებულია ერდოღანის მეტოქე ქემალ ქილიჩდაროღლუც, რომელსაც საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს. ორი კვირის მანძილზე ქილიჩდაროღლუმ უნდა შეძლოს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები და ოპოზიციის ის ნაწილი გადმოიბიროს რომლებიც მას მხარს არ უჭერდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, რომ პოლიტიკურ სარბიელზე ერდოღანის პარტიის ხანგრძლივ დომინანტობას დაასრულებს.
კენჭისყრა ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. პრესა წერდა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის მხარდამჭერ რეგიონებში ხმის დათვლის პროცედურას აჭიანურებდა. დამკვირვებლებმა კი საარჩევნო პერიოდში მედია თავისუფლების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
ჯერ კიდევ უცნობია ვის დაუჭერს მხარს მესამე საპრეზიდენტო კანდიდატი სინან ოგანი . პრესა ვარაუდობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ერდოღანი ძალაუფლებას უფრო გაიმყარებს, მისი პარტია კი პარლამენტში უმრავლესობით შევა. რაც შეეხება ქილიჩდაროღლუს, მისი მარცხის შემთხვევაში ერთი მიზნისთვის გაერთიანებული 6 პარტიანი ალიანსი მარტივად ჩამოიშლება.
საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტური თურქეთში 28 მაისსს გაიმართება.