რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
ამჯერად, 38 წლის არჩილ ბასანიძე, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი. ბასანიძე გუშინ უკანონოდ დაკავებული ლევან ასლანიკაშვილის მეგობარია.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
ფაქტის შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. დღეს დაკავებული მამაკაცი სოფელი მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძეა.
ამ დროისთვის, ცხინვალის იზოლატორში ე.წ.ლი საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.