26 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"რუსთავი 2"- ზე ყველაზე სახალხო პროექტი "გააცინე და მოიგე" ბრუნდება

"რუსთავი 2"- ზე ყველაზე სახალხო პროექტი ბრუნდება - რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, "გააცინე და მოიგე" ახალი წამყვანით, ჟიურის ახალი წევრებით და ახალი წესებით მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.

"გააცინე და მოიგეში" მონაწილეობა შეუძლია ყველას, თუმცა, პირველ ეტაპზე შესარჩევი კასტინგის გავლაა საჭირო, შემდეგ კი კობა ბარათელის, ლალი ტოტიკაშვილის და ზაქრო ინწკირველის გაცინება უნდა მოახერხოთ.

"რუსთავი 2"- ზე სიცილი მომგებიანია. თითოეულ მონაწილეს წინ 5 ტური აქვს. 50, 100 , 200, 400 და ყველაზე რთული, საფინალო 1000 ლარიანი ეტაპი. ერთი წუთის განმავლობაში საუკეთესო ხუმრობა, ფულად ჯილდოს დაიმსახურებს.

მაღალ რეიტინგს ელოდება შემოქმედებითი ჯგუფი. მაყურებლის საყვარელი გადაცემის საეთერო ბადეში დაბრუნება, კიდევ ერთი წარმატებული პროექტის დასაწყისია.

"გააცინე და მოიგე" - დღეიდან ყოველ ორშაბათს, საღამოს 22:00 საათზე, "რუსთავი 2"- ის მაყურებელს სიცილს და კარგ განწყობას ჰპირდება.

დღის ამბები