26 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა - დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები

უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა. დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, მოძრაობა აკრძალულია, მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, საავტომობილო გზა დატბორა, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული და მოსახლეობას არსებული შეზღუდვის შესახებ ატყობინებენ.

უხვი ნალექის გამო, მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა, ასევე ჩამოიშალა კლდის მასა. გზაზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა სოფელ ჟონეთშიც, დაიტბორა სახლები და ეზოები.

დღის ამბები