26 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ 490 მილიონ დოლარს გადააჭარბა - გასულ წელთან შედარებით მაჩვენებლები თითქმის 22 პროცენტით მეტია

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. უწყების ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობა, გასულ წელთან შედარებით 3.4 მეათედით შემცირდა და 17 პროცენტს გადააჭარბა. ოფიციალური სტატისტიკით, დასაქმების დონე 2,5 მეათედით გაიზარდა და თითქმის 43 პროცენტს მიაღწია.

მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და დასაქმების დადებით დინამიკაზე საუბრობს ვიცე-პრემიერი. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის ამოცანაა პოზიტიური ტენდენციები ამ მიმართულებითაც შენარჩუნდეს.

"ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ახალი სტატისტიკა მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს კი სამუშაო ადგილების სტაბილურობაში, ეჭვი შეაქვს.

დასაქმების ახალ მონაცემებთან ერთად, "საქსტატმა" დღეს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ 490 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელთან შედარებით მაჩვენებლები თითქმის 22 პროცენტით მეტია. იმპორტი 21-ით, ექსპორტი კი 23.5 მეათედი პროცენტით არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტების შეფასებით, მაღალი ეკონომიკური მონაცემები და მზარდი ინვესტიციები, პირდაპირ კავშირშია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალი მონაცემები საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს.

დღის ამბები