სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 36 წლის ლევან ასლანიკაშვილია.
თვითმხილველების ცნობით, ასლანიკაშვილი მეგობრებთან ერთად ქეიფისას მოულოდნელად ადგა, თქვა, რომ ცხინვალში მიდიოდა, საოკუპაციო ხაზზე აღმართულ ღობეს გადაახტა და წავიდა.
აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.