აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნასა და ზანათში მდინარე რიონის ადიდების შედეგად რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დაიტბორა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შვიდი ოჯახი პრობლემის აღმოფხვრამდე უსაფრთხო ადგილას იქნა გადაყვანილი. მუნიციპალური სამსახურების მიერ მძიმე ტექნიკით მოხდა პირუტყვის საძოვრებიდან გამოყვანაც. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ აბაშის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტზეა.