26 ნოემბერი 2024,   13:30
ვრცლად
"ცალკეული ადამიანების პოზიცია არ წარმოადგენს პარტიის პოზიციას" - "ტრიბუნას" განცხადება

პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნა" მათი პარტიის წევრის სამართალდამცავ უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"14 მაისს სოციალური ქსელებით ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" ლოგოთი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი პარტიის არც იდეოლიგიასთან, არც პოზიციასთან.

ცალკეული ადამიანების პოზიცია კი ნამდვილად არ წარმოადგენს პარტიის პოზიციას!

პირიქით!
ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსმევთ საქართველოს მრავალფეროვნებას, მულტიკულტურალიზმს, რაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

ხოლო ვინც ამას არ იზიარებს, იმის ადგილი ჩვენი პარტიის რიგებში არ არის!" - აღნიშნულია პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" განცხადებაში. 

დღის ამბები