26 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
პარტია "ტრიბუნას" წევრი ლაშა არსენიძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა

პარტია "ტრიბუნას" წევრი გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ლაშა არსენიძის სამართალდამცავ უწყებაში დაბარების მიზეზი, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ემუქრება და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო წარმოება. ლაშა არსენიძე ოქმის გასაცნობად დაიბარეს პოლიციის დეპარტამენტში. "კურიერის" ინფორმაციით, საქმე გადაგზავნილია სასამართლოში.

დღის ამბები