26 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ეს არის დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტა - მამუკა მდინარაძე ცესკოს ფორმირების წესის ცვლილებაზე

პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს - ცვლილებების პროექტს 15 მაისს ორი კომიტეტი განიხილავს. ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ასევე, იცვლება არჩევის პროცედურა და კვორუმი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ეს არის ერთადერთი სწორი და მარტივი გადაწყვეტა ისეთივე, როგორიც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშია.

"საჭირო აღარ იქნება 100 და 90 ხმის მობილიზება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციირებით შექმნილი საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იქნება წარდგენა პარლამენტის წინაშე მმართველი საბჭოსი და ცესკოს თავმჯდომარის, მათ, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებშია დალაგებული, აირჩევენ საქართველოს პარლამენტის წევრები ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, ეს არის დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი, მარტივი გადაწყვეტა და ისეთივე გადაწყვეტა, რაც სხვა ცივილიზებულ და ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

"ძალიან პრიმიტიული შეფასება ამ პროცესის, არავითარი არჩევნების მიტაცების პროცესი აქ არ ყალიბდება. აბსოლუტურად შეგნებულად, საქართველოს პრეზიდენტი ტორპედირებას უკეთებს ამ პროცესს, წარმოადგენს ხოლმე ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუჭერს, გამომდინარე აქედან, ეს საკითხი ვარდება.

შეიქმნება კომისია პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტს ექნება საშუალება წარმოადგინოს 1 კანდიდატი. ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ, მისი როგორც პროცესში მონაწილე მხარის უფლებები იქნება დაცული. ჩვენი სურვილი ნამდვილად არ არის ვინმეს ხელი ვკრათ, გავაუცხოოთ ამ პროცესიდან. პირიქით, ჩვენ გვინდა დიდი ჩართულობა. დიდი ჩართულობა რომ არ იყო იმ კომისიაში და ერთპიროვნულად რომ წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი ამ საკითხს, იმიტომაც მოვედით აქამდე. თითქმის მესამე წელია ვადაგახანრგძლივებული თავმჯდომარე და ორი კომისიის წევრი ჰყავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები