26 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის წლიური ანგარიშის წარდგენა - "ოცნების" წევრმა ქალებმა სხვადასხვა მიმართულებით ქალების გააქტიურებაზე ისაუბრეს

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის წლიური ანგარიშის წარდგენა - "ოცნების" წევრმა ქალებმა, სხვადასხვა მიმართულებით, ქალების გააქტიურებაზე ისაუბრეს. მათ შორის, სხვადასხვა კამპანიაში მათ აქტიურ ჩართულობაზე.

"ერთწლიანი ძალიან ინტენსიური და საინტერესო სამუშაოს შეჯამება ხდება, ქალთა ორგანიზაციის 1 წლის ანგარიშს ჩავაბარებთ ჩვენს საბჭოს და გამგეობის წევრებს, ასევე, პარტიის თავმჯდომარეს და აღმასრულებელ მდივანს. ვისაუბრებთ ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, „ფემტექ ფესტივალი“, „ვარდისფერი ოქტომბერი“, 16 დღიანი ძალადობის კამპანია, შეხვედრები, სტრუქტურის ფორმირება, ტრენინგები და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ 1 წლის მანძილზე მოვახერხეთ და გავაკეთეთ. რაც მთავარია, ძირითადი ხაზი, რატომაც ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა, ეს იყო ქალების ხმა პარტიაში და თავად ჩვენი პარტიის წევრებს შორის ქალებთან აქტიური კომუნიკაცია და ასევე, ქალ ამომრჩეველთან და მათი ინტერესების დაცვა იყო მთელი ამ 1 წლის მუშაობის ძირითადი მიზანი,“ - აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 1 წლის განმავლობაში ქალთა ორგანიზაციამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა.

"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება 1 წლის იუბილეს, სადაც ანგარიში იქნება წარდგენილი პირველი 1 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის თაობაზე. ამ 1 წლის განმავლობაში ქალთა ორგანიზაციამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო აქტიური იქნება მომდევნო წლები. ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, ამისთვის მადლობა ქალთა ორგანიზაციის თითოეულ წევრს. დღეს გაიმართა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის და რეგიონული საბჭოების წევრების შეკრება, სწორედ იმისთვის, რომ განვიხილოთ გასული წლის საქმიანობა და განხილულ იქნას სამომავლო გეგმები," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები