26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ფაქტია, ეს ორი ფრთა ერთმანეთს უმტკიცებს, რომ გაცილებით უფრო დიდი კუნთი გააჩნია იმისათვის, რათა ქვეყანა შეძრან და დესტაბილიზაცია მოახდინონ - გიორგი ვოლსკი ენმ-ზე 

"ნაციონალურ მოძრაობაში" მორგი დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა მელიას განცხადებას მოჰყვა, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ორი ჯგუფი ერთმანეთს "ებრძვის და და უმტკიცებს, რომ გაცილებით უფრო დიდი კუნთი გააჩნია იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიააცია მოახდინონ."

"ნაცმოძრაობა ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით, ფიქტიური თავმჯდომარეობით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის, ადეიშვილის მონაწილეობით ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ამავე დროს რევოლუციას ვერ ახდენს და ვერც ფიზიკურ შეტევას ახორციელებს ციხეზე, როგორც მან ეს საზოგადოებას დაპირდა. "ქურქუმელ ვაითი" ჩამოყალიბდა ორგანიზაციად, რომლის მიღმა მოიაზრება ადამიანი, ვინც ამას ფულადი რესურსებით ამარაგებს და ინტელექტუალური რესურსებით ხაბეიშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი უზრუნველყოფენ.

ფაქტია, რომ ეს ორი ფრთა ერთმანეთს ებრძვის და უმტკიცებს, რომ გაცილებით უფრო დიდი კუნთი გააჩნია იმისათვის, რათა ქვეყანა შეძრან და დესტაბილიაზაცია მოახდინონ," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები