"გრემისა" და "ემტივის", ასევე სხვა არაერთი პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მფლობელი ჯგუფის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია.
Imagine Dragons-ის კონცერტი თბილისში 31 აგვისტოს უნდა გაიმართოს, თუმცა პოპულარული ამერიკული როკ ბენდის საღამოზე დასასწრები 28 ათასი ბილეთი დადებიდან 7 საათში გაიყიდა. Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ნაწილი მელომანებმა შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, თურქეთსა და ყაზახეთშიც კი შეიძინეს.
Imagine Dragons-ის გარდა, თბილისი და "ბლექ სი არენა" კიდევ 5 მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს. პოპულარული შემსრულებლების კონცერტები პროექტ - "აჰყევი ვარსკვლავებს" ფარგლებში დაიგეგმა, ყველაზე აქტიური ფაზა კი ზაფხული ბოლო ორ თვეში იქნება. სწორედ ამ პერიოდში ელოდება ქვეყანა ტურისტების ყველაზე დიდ ნაკადს სხვადასხვა ქვეყნებიდან.