26 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ადამიანურად მეცოდება სააკაშვილი, ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, ტელევიზიებში რომ ჰკიოდნენ, ჩამოდი, მეგობარო - ხატია დეკანოიძე 

ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრისა და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი მეგობარო - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

"ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხავად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა," - წერს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები