26 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ეს არის რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, მიზეზებზე უნდა ვკითხოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო - თეა წულუკიანი

მოსკოვის გადაწყვეტილება იყო ცალმხრივი ,- ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლითაც უქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აკრძალვა.

თეა წულუკიანის თქმით, რა იყო გადაწყვეტილების მიზნები, ავტორებმა თავად უნდა განმარტონ. მან გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალე, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა

"ეს არის რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილება და თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა მიზნით, რატომ ახლა და არა ადრე, ან ცოტა უფრო გვიან ეს, რასაკვირველია, უნდა ვკითხოთ მათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. სააკაშვილის რეჟიმის დროს სწორედ მან და მისმა ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისთვის საჭირო ვიზა. აისახება თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, ეს რა თქმა უნდა, ევროკავშირზეა დამოკიდებული. მე რომ ვიყო ევროკავშირის გეოპოლიტიკოსი, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის სასწრაფოდ სტატუსის მინიჭება. ჩვენ არ ვაპირებთ სანქციებს გადავუხვიოთ,"-აცხადბს წულუკიანი.

დღის ამბები