26 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ევროთი გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 2.3%-ით, თითქმის 6 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 258 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. ეს მაჩვენებლები 110-ჯერ აღემატება რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვას.

უფრო კონკრეტულად, ევროკავშირი რუსეთთან 4 დღის განმავლობაში საშუალოდ იმაზე მეტს ვაჭრობს, ვიდრე საქართველო მთელი წლის განმავლობაში.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების და სანქციების დაწესების მიუხედავად, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი 24%-ით გაიზარდა და 203 მილიარდ ევროს გადააჭარბა. 2010-2022 წლებში ევროკავშირმა რუსეთისგან იყიდა ორნახევარი ტრილიონი დოლარის პროდუქცია, ხოლო საქართველომ მხოლოდ 10 მილიარდის, რაც 251-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის გადახდილ თანხაზე.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციას, მისი ღირებულება მარტო 2022 წელს 15,07 მილიარდი დოლარი იყო. გასული წლის დეკემბერში რუსეთში ამერიკული პროდუქტის იმპორტმა რუსეთიდან შტატებში ექსპორტირებულ პროდუქტს გადააჭარბა.

დღის ამბები