უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი, წარმოშობით კახეთიდანაა. ნიკა ჯიყაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის მკვიდრია.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ჯიყაშვილს ორი უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული.
როდის წავიდა ჯიყაშვილი უკრაინაში საბრძოლველად და ზუსტად რა გარემოებაში დაიღუპა, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის. ინფორმაცია, ნიკა ჯიყაშვილის გარდაცვალების შესახებ, უკრაინაში მებრძოლმა თელაველმა ექიმმა, ქეთი ლეშკაშელმა გაავრცელა.