26 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
"ფლანგებზე სიტუაცია ნავარაუდებიდან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება" - ევგენი პრიგოჟინი 

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, ბახმუტში ფლანგებზე სიტუაცია ნავარაუდებიდან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. როგორც პრიგოჟინი აცხადებს, ვისაც ეს ტერიტორიები უნდა დაეცვა, გარბიან. 

"ფლანგებზე სიტუაცია ნავარაუდებიდან ყველაზე ცუდი სცენარით ვითარდება. ტერიტორიები, რომლებსაც სისხლითა და სიცოცხლით იცავდნენ ჩვენი მებრძოლი ამხანაგები, რომლებსაც იღებდნენ თვეების განმავლობაში, ყოველ დღე ათობით თუ ასობით მეტრის გავლით, დღეს, პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე აგდებენ ისინი, ვისაც ჩვენი ფლანგები უნდა გაემაგრებინა". – თქვა პრიგოჟინმა.

აქამდე, 11 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბახმუტში მათი საჰაერო-სადესანტო ძალები ვაგნერელებს ეხმარებოდნენ და ფლანგებზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აჩერებდნენ. 

გარდა ამისა, პრიგოჟინი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებს, რომ კონტრშეტევის დაწყება გადაიდო. რუსი ოლიგარქის თქმით, ზელენსკი იტყუება და კონტრიერიში სრული ტემპით მიმდინარეობს. ის ამბობდა, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები ფლანგებზე შემოდიოდნენ.

დღის ამბები