26 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ნახევარსაუკუნოვანი ვარსკვლავური კარიერა სრულდება - ლეგენდარული ამერიკული როკ ჯგუფი Aerosmith მსმენელს სამუდამოდ ემშვიდობება

ნახევარსაუკუნოვანი ვარსკვლავური კარიერა სრულდება - ლეგენდარული ამერიკული როკ ჯგუფი "აეროსმიტი", მსმენელს სამუდამოდ ემშვიდობება. სტივ ტაილერი და მისი ოთხეული, რომლებსაც მედია ხშირად როგორც "ბოსტონელ ცუდ ბიჭებს", ისე მოიხსენიებს, უკანასკნელი 40 კონცერტისთვის ემზადება. "აეროსმიტი" საკონცერტო ტურნეს შეერთებულ შტატებში 2 სექტემბერს დაიწყებს და მომავალი წლის 26 იანვარს დაასრულებს.

მსმენელთან დამშვიდობების წინ, როკ-ჯგუფმა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100-ზე მეტი ტურნე აქვს გამართული, ვიდეორგოლი გაავრცელა. 2 -წუთიან ნამუშევარში, ჟურნალისტები და ცნობილი სახეები ამბობენ ფრაზებს - "საშინელება ხდება", "წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს გატყობინებთ", ვიდეორგოლის ბოლოს კი, სტივ ტაილერს ურეკავენ, რომელიც მსმენელს ეუბნება - "მშვიდობით".

დღის ამბები