ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამოები იმართება. ღონისძიება სახელწოდებით "საქმე #381-ბოლშევიკური ტერორი" მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟვას ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს მიეძღვნა. საღამოს დასკვნითი ნაწილი დაეთმო მუსიკოს კაკო ვაშალომიძის ჯაზ-კვარტეტს. ღონისძიებებს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.