26 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
გაიხსნა ულტრათანამედროვე წამლის ხარისხის ლაბორატორია და დღეს ქვეყანას სრულყოფილი ლაბორატორია აქვს - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია დაათვალიერა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. მათი საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. ეს საქართველოში პირველი მსგავსი ლაბორატორიაა

"ულტრათანამედროვე წამლის ხარისხის ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, მაგრამ არ იყო ასეთი დონის. ჩვენ დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ და დღეს ქვეყანას აქვს სრულყოფილი წამლის ხარისხის ლაბორატორია. ეს ლაბორატორია მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვაა. შარშან ჩვენ დავიწყეთ წამლის ხარისხის გაკონტროლება, ასევე შემოვიღეთ სტანდარტები და ქვეყანაში მხოლოდ GMP-ის სტანდარტის წამლები შემოდის. მაგრამ ეს არ არის საკმარისი და ამას სისტემატური კონტროლი სჭირდება ეს ლაბორატორია კი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ხარისხიანი წამალი მიიღონ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლის შედეგადაც უფრო მრავალფეროვანი გახდა წამლების შემოტანა. ქვეყანაში შემოვიდა ხარისხიანი წამლები, რაცა, 60-70%-ით გააიაფა წამლებზე ფასები და ჩვენმა მოქალაქეებმა 200 მილიონი დაზოგეს ამით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები