26 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის არსებულ სანქციებს - პიტერ სტანო

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში -

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს, მათ შორის ავიაციის სფეროში.

მან ეს განცახდება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების და ფრენების განახლების საპასუხოდ გააკეთა.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის თქმით, საქართველომ არ უნდა დაუშვას რუსული თვითმფრინავები მის ტერიტორიაზე, რაც თავის მხრივ უსაფრთხო არ არის.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, შევიტყვეთ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ. მაგრამ ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა, არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა და ქვეყნებმა დააწესეს სანქციები რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვახორციელებთ ფრენებს რუსეთში, რუსეთიდან ან რუსეთის თავზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის არსებულ სანქციებს , მათ შორის ავიაციის სფეროში, და სიფხიზლე შეინარჩუნოს არსებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საავიაციო სექტორში.

გაერო-ს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შეშფოთების ფონზე, რომელიც რუსეთისთვის ცნობილია, საქართველომ არ უნდა დაუშვას რუსული თვითმფრინავები მის ტერიტორიაზე, რომლებიც უსაფრთხო არ არის. ნება მომეცით კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ არსებული საერთაშორისო სანქციების კონტექსტში, რუსული თვითმფრინავების ფლოტის 95%-ს არ შეუძლია განაახლოს თავისი თვითმფრინავები, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია. თქვენი კითხვის მეორე ნაწილზე უვიზო რეჟიმის შესახებ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, ისარგებლებენ თუ არა ამით. ეს მათი გადასაწყვეტია და ამაზე ბევრი სათქმელი არაფერია,"- აცხადებს ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

დღის ამბები