სოფლის მეურნეობის განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კლიმატის ცვლილებებზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება ის საკითხებია, რაზეც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ოთარ შამუგია სამიტზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა. მინისტერიალში მონაწილეობა 45-ზე მეტმა სახელმწიფომ მიიღო.
სამიტის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელთან გამართულ აუდიენციაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პროექტებზე, რომელიც USAID– ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრს ევროპასა და აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა უმასპინძლა. ანტონელა ბასანმა ოთარ შამუგიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
ვაშინგტონში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმა. დეკლარაცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.