26 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება ძალიან მავნებლური და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის - ანა ბუჩუკური მოსკოვის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით

პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური მოსკოვის დღევანდელ გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მავნებლურს უწოდებს.

"ეს გადაწყვეტილება ძალიან მავნებლური და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის. აქ მთავარია კონტექსტი - ეს გადაწყვეტილება რომ მიღებულიყო 3 წლის წინ, სხვა მოცემულობა იქნებოდა, მაგრამ ახლა აქ მთავარია კონტექსტი. პირველი ის, რომ ხელისუფლების მთავარი პირები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებს და ქვეყნებს თავს ესხმიან და აწარმოებენ ანტიდასავლურ რიტორიკას. ჩემდა სამწუხაროდ, მე წლების მანძილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვიყავი და ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ამ ფონზე კი ოფიციალური მოსკოვი აკეთებს განცხადებას და ერთგვარ მოკავშირედ მიიჩნევს საქართელოს ეს არის ძალიან დიდი პრობლება და ძალიან დიდი პრობლემაა გრძელვადიან პესპექტივაში.

ეს ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ქვეყნისთვის. ტყუილია, რომ საქართელოს მოქალაქეებს ამით რამე გაუმარტივდებათ, რადგან თავად რუსები გამორბიან ეკონომიკური პრობლემების გამო რუსეთიდან. თვეების წინ, ჩვენმა გუნდმა დააინიცირა რეზოლუციის შესახებ კანონპროექტი. აქეთ რომ მიდოდა საუბარი, ეს ნათელი იყო და "ქართული ოცნების" პოლიტიკამაც დაიმსახურა ქება. ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი, სადაც სავიზო რეჟიმის დაწესებაზე იყო საუბარი, რომელიც საქართელოს მოქალაქეებს სხვაგვარად შეეხებოდა. მსგავსი რამ ჩვენ პანდემიის დროს გაგვიკეთებია, ნამდვილად გაკეთებადი ამბავია და არ იქნებოდა რთული დასამენეჯმენტებელი, მაგრამ ამაზე "ქართულმა ოცნებამ" უარი გვითხარი ანუ განხილვაზეც კი უარი თქვა მმართელმა გუნდმა. დღეს, ღამე მივფრინავ ევროპაში და როდესაც მკითხავენ ჩემი კოლეგები, რატომ მოხდა ისე, რომ რუსეთი საქართელოს მოკავშირედ აღიქვამს რა უნდა ვუპასუხო? პრობლემა ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის პრობლემა კონტექსტია. უკრაინაში ომია, ჩვენი სახელმწიფო უფრო და უფრო მეტად ანტიდასავლური ხდება. სამწუხაროდ მაქვს შიში, რომ ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელს შეგვიშლის. ევროპელები ჩვენ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ოღონდ არაფერი გააფუჭოთ და ჩვენ დაგეხმარებითო. ხელისუფლება ამ დროს კი ამას ამბობს და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა ავუხსნათ ამ 27 სახელმწიფოს ეს რიტორიკა?!,"- აცხადებს ანა ბუჩუკური. 

დღის ამბები