26 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
რუსეთს უნდა, შექმნას იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს მათთან - ნიკოლოზ სამხარაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება აცხადებს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს.

"რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, იმიტომ, რომ უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან. ამიტომ, როგორც ჩვენ და ჩვენმა საზოგადოებამ, ისე ჩვენმა ევროპელმ პარრტნიოებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რისთვის კეთდება ეს,"- აცხადებს სამხარაძე. 

დღის ამბები