26 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან და ევროკავშირიც არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა - პაველ ჰერჩინსკი

საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.

ისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ქართველ ხალხს უნდა მოუსმინონ, ხოლო საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს უნიკალური შესაძლებლობა.

"დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ და ვიცით, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირიც არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა.

ჩვენ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირს საქართველოსთან ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ. ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და საქართველოსთვის გაწეული ყოველწლიური ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა 100 მილიონ ევროს აღემატება.

მაგრამ გასული წლის ივნისიდან ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. საქართველო ახლა ევროკავშირის გაფართოების პროცესში შესული ქვეყანაა, რომელმაც აიღო ვალდებულება შეესაბამებოდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მომავალი წევრის ადგილი დაიმკვიდროს.

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს,"-განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები