26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
როგორ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე საქართველოში

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი და უზარმაზარი ტკივილი, რომელიც საქართველოს 1945 წლის 9 მაისის შემდეგ დარჩა. მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე წასული 700 000 მოქალაქიდან, სამშობლოში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა 300 000-ზე მეტი ადამიანი. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩვენმა ქვეყანამ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

ვეტერანების დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარ არის. კიკვიძის ბაღში პატივის მისაგებად დღეს რამდენიმე მივიდა, სულ კი ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 114 პირია დარჩენილი. ვეტერანებს გამარჯვების დღე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

საქართველოში 114 ვეტერანია. მთავრობის განკარგულებით, ისინი სახელმწიფოსგან ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

დღის ამბები