კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 9 მაისს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 10 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - მოსკოვის გამზირს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, ქინძმარაულის ქუჩას, ჩიხს და I-II შესახვევებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტლის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა, თეთრი წყაროს და ნადირაშვილის ქუჩებს; ნავთლუღის ქუჩა N10; რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, გორგასლის ქუჩა N50-52; გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.