26 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
"გუშინდელნი" - შალვა დადიანის ცნობილი პიესა თავისუფალი თეატრის სცენაზე გააცოცხლეს

ცნობილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის შალვა დადიანის პიესა, თავისუფალი თეატრის სცენაზე გააცოცხლეს. "გუშინდელნი", რომელიც დადიანმა 1917 წელს დაწერა, რეჟისორმა თინათინ კორძაძემ თანამედროვე რეალობას მოარგო და მხოლოდ სათაური შეცვალა. თავისუფალი თეატრის აფიშაზე სპექტაკლს "გუშინდელნი დღეს" ჰქვია.

ორ მოქმედებიან კომედიაში, მსახიობები ყველა იმ პრობლემას გადმოსცემენ, რომელიც საქართველოში საუკუნეებია არსებობს. მსახიობები თვლიან, რომ საზოგადოებას მათი მანკიერი ქცევები თეატრის სცენიდან კიდევ ერთხელ უნდა შეახსენონ და მისი გამოსწორების გზები აპოვნინონ. "გუშინდელნი დღეს" ნახვის საშუალება მაყურებელს 9 და 10 მაისს ექნება.

დღის ამბები