ვადამდელი არჩევნები და პრეზიდენტ მაია სანდუს გადადგომა - ეს ის ძირითადი მოთხოვნები იყო, რის გამოც კიშინიოვის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ანტისამთავრობო აქცია მალევე დაკავებებით დასრულდა.
დემონსტრანტებმა კიშინიოვში ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. პოლიტიკური მოწოდებების პარალელურად აქციის მონაწილეები დასაქმებასა და ხელფასების ზრდას მოითხოვდნენ
პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ნაწილს აალებადი ნივთიერებები აღმოაჩნდათ, რომელთა საშუალებითაც ისინი სხვადასხვა ობიექტისთვის ცეცხლის წაკიდებას გეგმავდნენ.
მედიის ინფორმაციით აქცია რამდენიმე პრორუსული ოპოზიციური პარტიის მიერ იყო ორგანიზებული. პრესა იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას რომ დემონსტრაციამ ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ლიდერის გარეშე გაიმართა. პარტია "შორის" ვიცე-თავმჯდომარე მარინა ტაუბერი ერთი კვრის წინ, კიშინიოვის აეროპორტში ისრაელში გამგზავრებამდე დააკავეს. პოლიტიკოსი შინაპატიმრობაში 20 დღის განმავლობაში დარჩება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს, დოკუმენტი 1 ივნისს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ორგანიზებას გმობს .თვის ბოლოს მოლდოვა ევროპის 40-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს.