26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულ ორ პირს, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორზე ძალადობისთვის მსჯავრდადებულ ორ პირს, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა - გიორგი წარუაშვილს და გიორგი მაღრაძეს სააპელაციო სასამართლომ ჯამში სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 1 წლითა და 3 თვის ვადით ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, რომელიც უკვე მოიხადეს, თუმცა მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით, ისინი სასჯელს კიდევ 1 წელი და 9 თვე მოიხდიან.

გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზში დააკავეს. რაც შეეხება გიორგი წარუაშვილს, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება. სასჯელის დამძიმებას პროკურატურა ითხოვდა. დანარჩენი ხუთი პირის მიმართ, რომლებიც ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სხვა ეპიზოდზე არიან მსჯავრდადებულნი, მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. საუბარია ხუთ მოძალადეზე- ორმა ერთ წლიანი პატიმრობა უკვე მოიხადა, სამი კი ამ დრომდე ციხეშია.

დღის ამბები