26 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
თბილისში საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ძეგლი ყვავილებით შეამკეს

თბილისში საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ადგილზე უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ანდრეი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებს და პატივი მიაგო ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქართველი და უკრაინელი მებრძოლების გმირობა იყოს დაფასებული. მადლიერი ვარ, რომ ჩვენ კერძო ინიციატივით შევძელით ჩვენი გმირების უკვდავყოფა, რომლებიც იცავენ არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უკრაინაში ჩვენთან ერთად იბრძვიან მამაცი გმირი ქართველები, რომელთა წინაშეც ქედს ვიხრით," - აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ანდრეი კასიანოვი.

დღის ამბები