თბილისი "ევროპის დღეებს" მასპინძლობს. ორბელიანის მოედანზე ორი დღის განმავლობაში, ევროპის ორი ქვეყნის კულტურა წარმოადგინეს. პირველი დღე, ესპანეთს დაეთმო, მეორე კი შვედეთს. კულინარია, ტრადიციები, შვედი და ესპანელი ავტორების წიგნების გამოფენა გაყიდვა და ქართველებისთვის ამღერებული სტუმრები - თბილისში "ევროპულ დღეების" აღნიშვნა გრძელდება.
"ევროპის დღეები" საქართველოში მე-11-დ აღინიშნება. მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა - საქართველო ევროპაა - ასეთია მთავარი გზავნილი საქართველოდან, რომელიც მთავრობის მეთაურმა გააჟღერა.
"მე მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით"- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა" - ეს კი ევროკაშირის ელჩის გზავნილია, რომელმაც საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.