26 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში - ჩარლზ უინძორი გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფედ აკურთხეს

მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში დიდი ბრიტანეთი და ისტორიული მოვლენაა, შაბათს ჩარლზ უინძორი გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეფედ აკურთხეს.

ანგლიკანური ეკლესიის მეთაურმა, ჩარლზ მესამეს სამეფო გვირგვინი მსოფლიოს ქვეყნებიდან ჩასული 100-ზე მეტი ლიდერის და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ დაადგა.

მეფე ჩარლზი 74 წლისაა ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც ტახტზე ავიდა. ჩარლზთან ერთად, დედოფალ კონსორტად აკურთხეს მისი მეუღლე, კამილა პარკერ ბოულზიც.

კორონაცია, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა, სადაც ბოლო 900 წელია ბრიტანელ მონარქებს აკურთხებენ. მამის მეფედ კურთხევას, ჩარლზ მესამის ვაჟი პრინცი ჰარიც დაესწრო, თუმცა მისი მეუღლე მეგანი ლონდონში არ ჩასულა.

ცერემონიაზე, ჯამში, 200-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი დაპატიჟეს, მათ რიგებში იყო, საქართველოს პრეზიდენტიც.

დღის ამბები