26 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"პოლიციის ფაილები" გასული წლის ყველაზე რეზონანსული საქმის, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის უცნობი დეტალებით, დღეს 23:00 საათზე იწყება

ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული საქმე- საქართველოს ბანკის ძარცვა, სპეცოპერაცია და დამნაშავის ძებნა 28 თვე.

ბადრი ესებუას საქმე, პირველად "რუსთავი 2-ის" ეთერში, საქმის უცნობი დეტალები, რა მოხდა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში, როგორ მოქმედებდა პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი. ამ ყველაფერს,   დღეს "რუსთავი 2 ზე" გადაცემაში "პოლიციის ფაილები" ნახავთ.


გადაცემა ახალ სეზონს ზუგდიდში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმით იწყებს. "პოლიციის ფაილები" საქართველოში მომხდარი გახმაურებული საქმეების დოკუმენტური აღწერაა იმ პირებისგან, ვინც სხვადასხვა სახის ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა. გადაცემა დღეიდან ყოველ კვირას 23:00 საათზე გავა.

დღის ამბები