საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრში, ოპერატორები 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა შემთხვევების შესახებ, შეტყობინებებს იღებენ.
დღე-ღამის განმავლობაში, სამაშველო და სახანძრო მიმართულებით "ცენტრ ერთში", საშუალოდ 250 შეტყობინება შემოდის, თუმცა არის დღეები, როდესაც ამ შეტყობინებების რაოდენობა 700-ს აჭარბებს.
შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაცია, უკვე მონიტორზე ჩანს. შეტყობინება გადაეცემა შესაბამის სამაშველო სამსახურს და იწყება სამაშველო სამუშაოები. თავდაპირველად წყალში უშვებენ დრონს, რომელიც ჩაძირულ მანქანას პოულობს. ამის შემდეგ, მუშაობას იწყებენ მყვინთავები. ვარაზი წოწონავა უკვე 23 წელია ამ საქმითაა დაკავებული და ის ერთ-ერთი საუკეთესოა.
როდესაც საქმე წყალში ჩაძირულ მანქანას ეხება, მისი ძებნა ნაპირიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს, რაც შედარებით აადვილებს სამუშაოს.
ნაპოვნი მანქანა, მაშველებს ნაპირზე გამოჰყავთ. რეალური შემთხვევის დროს კი საქმე რთულდება, რადგან ყველაფერი უკვე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.
მეხანძრე-მაშველებს ხშირად უწევთ ავტო-საგზაო შემთხვევებზე გასვლაც. ალმოდებულ მანქანასთან მუშაობა, ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. საკმაოდ დიდია აფეთქების ალბათობა. ხანძრის ჩაქრობისას, ძირითადად ქაფი იხმარება, რაც ბევრად ამცირებს ცეცხლის გავრცელების არეალს.
მეხანძრე-მაშველები, ასევე სრულ მზადყოფნაში არიან ავტო-საგზაო შემთხვევების დროსაც. ასეთ დროს, საქმეში მათთან ერთად საპატრულო სამსახური და სასწრაფო დახმარებაც ერთვება.
მაშველების პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება ფრთხილად და მოკლე დროში მისცენ სასწრაფო დახმარების ექიმებს დაშავებულისთვის დახმარების აღმოჩენის საშუალება.
რა თქმა უნდა მზადყოფნაში არიან მეხანძრეებიც.
დაზარალებულს სასწრაფო დახმარების მანქანაში ათავსებენ. შემთხვევის ადგილიდან მათ გაყვანას, საპატრულო სამსახური უზრუნველყოფს.
ავტორი: გიორგი ქორქია