"ევროპის დღეები" საქართველოში - ორბელიანის მოედანზე დღეს, შვედეთის კულტურაა წარმოდგენილი. დღევანდელი დღის, ოფიციალური ნაწილი უკვე დაწყებულია.
საბავშვო სპექტაკლები, თოჯინების თეატრი, კულინარიული შოუები, მუსიკალური ნომრები, სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობი სივრცეები, გამოფენები, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, საინფორმაციო დაფები შვედეთის შესახებ.
ორბელიანის მოედანზე, ამ ყველაფრის სანახავად მოქალაქეები უკვე შეკრებილები არიან.