გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო სიტუაციას აფასებს, როგორც "პოტენციურად საშიშს".
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მიერ კონტროლირებულმა ადგილობრივმა ე.წ ხელმძღვანელობამ ზაპოროჟიეს ქარხანასთან მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
მიზეზი ტერიტორიის დაბომბვის ინტენსივობის ზრდაა. რაფაელ გროსი, ბირთვულ სადგურთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და რუსეთს ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობისთვის საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.