26 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
"დღეს ორბელიანის მოედანი პატარა შვედეთად გადაიქცევა" - თბილისში "ევროპის დღეები" გრძელდება

თბილისში "ევროპის დღეები" გრძელდება. ორბელიანის მოედანზე დღეს უკვე შვედეთის კულტურაა წარმოდგენილი.

ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება, კულინარიული შოუ, თოჯინების თეატრი, შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია შვედური კაფეები, შვედი მომღერლები ქართველი სტუმრებისთვის იმღერებენ.

ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.

"დღეს ორბელიანის მოედანი პატარა შვედეთად გადაიქცევა. 17:00 საათიდან ველოდებით სტუმრებს, პირველ რიგში პატარებთან ერთად იმიტომ, რომ სასცენო პროგრამა იქნება სპექტაკლი კარლსონი, ტერიტორიაზე აუცილებლად ისეირნებს პეპი გრძელი წინდა, რომელიც ბავშვებს გაართობს. ჩვენთან, ასევე იქნება სტუმრად შვედი შეფ მზარეული გუსტავ ლეონ ჰარდი, რომელიც ქართველ კოლეგასთან ერთად წარმოადგენს, ქართული და შვედური კერძების კოლაბორაციას, ხოლო საღამოს 19:00 საათიდან შვედი მუსიკოსები დაუკრავენ.

"ევროპის დღეების" ფარგლებში, ესპანეთი და შვედეთი სწორედ ის ქვეყნები გახლავთ, რომლებიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნები არიან წელს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი ქვეყნის კულტურა გაეცნო ქართულ საზოგადოებას. ჩვენი მიზანია, გაგვეცვალა კულტურული პროგრამები და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თათა სვანიძემ.

დღის ამბები