საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაიძის სამოსი წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქართველი დიზაინერების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით მიიღო.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას, ირაკლი ნასიძისა და ჯაბა დიასამიძის სამოსით და ნინა ზარქუას აქსესუარით დაესწრო.