26 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
იმაზე უკეთესი რა შეიძლება ვქნათ, რომ გავაკეთოთ საგამოძიებო კომისია და მთელმა ქვეყანამ გაიგოს ,ვინ დგას ამ ქოლ-ცენტრების უკან- მიხეილ დაუშვილი

ახალი დეტალები ე.წ. ქოლცენტრების სავარაუდო საქმეში. გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე დალუქული შენობა შპს "მისანს" ეკუთვნის, რომლის 25 პროცენტს გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს.

ამავე საბუთების მიხედვით, ვაშაძის კომპანიამ ფართი დავით არახამიას ძმის კომპანიას, შპს "ლაიონს შვიდი გრუპს" მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 13 აპრილს გააფორმეს. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. უმრავლესობა აქცენტს ვაშაძის პარტიის წევრების ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე აკეთებს და თვლის, რომ განმარტებები არადამაჯერებელია და დანაშაულებრივ სქემასთან ოპოზიციის ნაწილის კავშირები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

ამის ფონზე, ოპოზიცია ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რაც შემდგომ სპეკულაციებს ავტომატურად გამორიცხავს. 

"იმაზე უკეთესი რა შეიძლება ვქნათ, რომ გავაკეთოთ საგამოძიებო კომისიას და მთელმა ქვეყანამ გაიგოს ვინ დგას ამ ქოლ-ცენტრების უკან, მით უმეტეს თუ  ოპოზიცია დგას, ჩვენი რისკი არ არის?! მიუხედავად ამისა, საუკეთესო საშუალება, რომ ამდენ სპეკულაციას, რომ იმას ქოლ-ცენტრი აქვს, ამას არ აქვს და შემდეგ მიდის ერთმანეთზე გადაბრალებები, ამდენ სპეკულაციას, ერთი საგამოძიებო კომისია არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა კითხვას გავცეთ პასუხი,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

აღმაშენებლის 75-ში არსებულ ოფისში სამართალდამცველები, 2 დღის წინ გვიან ღამით შევიდნენ, დალუქეს ტერიტორია და ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა.

 

 

დღის ამბები