სასექსის ჰერცოგი ჰარი მამის, მეფე ჩარლზის კორონაციას მარტო დაესწრო - ის ვესტმინსტერის სააბატოში ძმისგან მოშორებით დასვეს. როგორც BBC წერს, პრინცი არ დაპატიჟეს ბუკინგემის სასახლის აივანზე, საიდანაც სამეფო ოჯახი, ცერემონიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას მიესალმა. ჰარისთან ერთად ლონდონში არ ჩასულა მისი ცოლი, მეგან მარკლი.
კორონაციის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ჰარი მანქანაში ჩაჯდა და აეროპორტისკენ გაემგზავრა. 1 საათის შემდეგ კი ბუკინგემის სასახლის აივანზე მეფე და დედოფალი სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად გამოჩნდნენ, მათ შორის იყო პრინცი უილიამი და მისი ცოლი, ქეით მიდლტონი, შვილებთან ერთად.
ბრიტანეთში მეფის კორონაციაზე დასასწრებად არ ჩასულა მეგან მარკლი - ის შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში დარჩა.
ეს იყო პრინცის პირველი გამოჩენა მას შემდეგ, რაც მისი სკანდალური მემუარების წიგნი, Spare დაიბეჭდა. წიგნში პრინცი ოჯახის წევრებთან დაპირისპირებაზე საუბრობს.