26 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე შსს-მ გამოძიება 1-ელ მაისსვე დაიწყო- უწყების ცნობით, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანები

მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე  გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ. 

უწყების ინფორმაციით, 1-ელ მაისსვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის- მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანები. 

უწყების ცნობით, მომდევნო დღეებში ასევე, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები, საქმეზე გრძელდება გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება  სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.  

ამასთან, გამოძიების ფარგლებში მოხდება ყველა იმ პირის დაბარება და გამოკითხვა ვისაც აქვს ნებისმიერი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით.

დღის ამბები