თბილისში, "ევროპის დღეები" გრძელდება. ორბელიანის მოედანზე დღეს უკვე შვედეთის კულტურა იქნება წარმოდგენილი.
დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, კულინარიული შოუ, თოჯინების თეატრი, შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია შვედური კაფეები, შვედი მომღერლები ქართველი სტუმრებისთვის იმღერებენ. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.
"დღეს, ორბელიან მოედანზე, "ევროპის დღეების" ფარგლებში შვედეთში წარმოვადგენთ. სტუმრებს ველოდებით 17:00 საათიდან, იქნება უამრავი შემეცნებითი და გასართობი აქტივობა. შვედეთიდან ჩამოყვანილი გვყავს სპეციალური სტუმრები, ესენი არიან: შეფი გუსტავი კულინარიული მასტერ კლასით. ის სტუმრების წინაშე 18:00 საათიდან წარდგება. ასევე, 19:00 საათიდან , საღამოს კონცერტზე გვეყოლებიან შვედი მომღერლები. ბავშვებისთვის გავაცოცხლებთ პეპის და კარლსონის პერსონაჟებს. აქ ყველა ასაკის სტუმრისთვის იქნება საინტერესო აქტივობა", - განაცხადა საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ელენე გიოგობიანმა.