"ევროპის დღეებისადმი" მიძღვნილი მთავარი ღონისძიება ორბელიანის მოედანზე ტარდება. "ევროპის დღეების“ ფარგლებში, დღეს ესპანური დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდებათ.
როგორც ღონისძიების რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა, ჩანაფიქრი განხორციელება გამოვიდა და ორბელიანის მოედანზე, ნამდვილი ესპანური გარემო შეიქმნა.
"ბედნიერი ვარ, რომ ბერი სრულიად მოდის. მეორე საკითხი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც რაღაცას ჩაიფიქრებ და ის გამოგდის. გარემო ნამდვილად ესპანურია, რისი შექმნაც გვინდოდა გამოვიდა და ამას აუცილებლად შეერევა ქართულიც რადგან საქართველოში ვართ. ყველას ველოდებით, კიდევ არის დროს იმისთვის, რომ მოასწრონ ლეგენდარული სუხიშვილების კონცერტზე მობრძანება", - განაცხადა ღონისძიების რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ.