26 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ელისო ბოლქვაძემ დამწყები მუსიკოსებისთვის მასტერკლასი ჩაატარა

საქველმოქმედო ფონდი "ლირას" ორგანიზებით დამწყები მუსიკოსებისთვის მასტერკლასი ჩატარდა. ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში შეკრებილებს, მასტერკლასი პირველად ელისო ბოლქვაძემ ჩაუტარა. მასში მონაწილეობა 10-დან 18 წლამდე პიანისტებმა მიიღეს, რომლებმაც პარიზის, ციურიხის და ბათუმის ფესტივალში გაიმარჯვეს.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის არტისტია, რაც ამავდროულად მიზანს ისახავს ახალგაზრდა მუსიკოსების წარმოჩენას საერთაშორისო პლატფორმაზე.

დღის ამბები