ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე ჰაბიბ ჩააბი ირანში სიკვდილით დასაჯეს. იგი ირანის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთში დააკავეს და შემდეგ თეირანში გადაიყვანეს, სადაც მას ბრალი ტერორიზმში დასდეს.
მამაკაცს 2018 წლის სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის ადანაშაულებენ, სადაც შემთხვევას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანის უზენაესმა სასამართლომ ჩააბის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააბის სიკვდილით დასჯის ფაქტს "შემაშფოთებელს" უწოდებს.