26 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
"ეს ქვეყანა ჩვენია" - ლონდონში, მეფე ჩარლზის კორონაციის პარალელურად, მონარქიის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გაიმართა

მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის პარალელურად, ლონდონში, ანტიმონარქიული ჯგუფის, "რესპუბლიკის" წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ტრაფალგარის მოედანზე გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის კორონაციის ცერემონიალის დაწყებამდე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით – „ეს ქვეყანა ჩვენია".

პოლიციამ, ანტიმონარქიული ჯგუფის ლიდერი საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, მეფე ჩარლზის კორონაციამდე ცოტა ხნით ადრე დააკავა.

ანტიმონარქიული ჯგუფის წევრები აქციას სწორედ იმ ადგილას მართავდნენ, სადაც სამეფო ოჯახს უნდა გაევლო.

 

დღის ამბები