26 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
"ღმერთო, დაიფარე მეფე" - ეს სიტყვები დიდ ბრიტანეთში 70 წლის შემდეგ პირველად გაისმა

საყვირებმა ამცნო უესტმინსტერში შეკრებილებს, რომ მეფე უკვე სააბატოს დასავლეთ კართან იმყოფებოდა და მზად იყო დაედო ფიცი, რომლისთვისაც ის მთელი 70 წლის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა, იქამდე მეფემ და დედოფალმა კამილამ გაიარეს გრძელი გზა ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატომდე. ეს გზა მათ გაიარეს 2012 წელს დედოფალ ელიზაბეთ II-ის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი მუხის ეტლით და 4000 კავალერისტის თანხლებით.

სააბატოში მეფეს ელოდა 2300-მდე სტუმარი, 700 წლის სიძველის ტახტი, სუვერენის ბეჭედი, რომელიც მეფის ღირსების აღმნიშვნელია, კვერთხი, სფერო, რომელიც ქრისტიანულ სამყაროს აღნიშნავს და, რაც მთავარია, წმინდა ედვარდის გვირგვინი, რომლის ჩარლზ III-ის თავზე დადგმითაც, პრაქტიკულად, ბოლო აკორდი გაისმა და გაისმა სიტყვები, რომელიც 70 წელია აღარ მოგვისმენია - "ღმერთო, დაიფარე მეფე!" აქამდე "ღმერთო, დაიფარე დედოფალი" იყო ის მთავარი ფრაზა, რომელსაც სამეფო ოჯახის გამოჩენისთანავე ბრიტანელები წარმოთქვამდნენ, თუმცა ახლა ეს ტრადიცია იცვლება.

კორონაციის ცერემონია გაჯერებული იყო რელიგიური ელემენტებით. ჩარლზ მესამემ პირველი, რაც უკვე მეფის სტატუსით გააკეთა იყო ფიცი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე წარმოთქვა.

 

 
 
დღის ამბები